გლდანის რაიონის მასშტაბით შეშის დარიგება გრძელდება
- საზოგადოება
- 24.11.2016
- 16:53
ქალაქში ამინდის გაუარესებასთან ერთად, გლდანის რაიონის მასშტაბით, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის შეშის დარიგება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გამგებლის მოადგილე ზურაბ ქაშიაშვილიდღეს 30-მდე ოჯახში შეშის მიტანას დაესწრო.
,,ქალაქში ტემპერატურამ უკვე საგრძნობლად იკლო, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ შეშა მოსახლეობას მაქსიმალურად ოპერატიულად მივუტანოთ. შეშის დარიგება მომართვიანობის საფუძველზე მიმდინარეობს. ამ დრომდე უკვე 300-მდე ოჯახს დავეხმარეთ და პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება’’, - განაცხადა ზურაბ ქაშიაშვილმა.
რაიონის მასშტაბით, გლდანში, მუხიანსა და ავჭალაში შეშა უკვე 300-მდე ოჯახს მიუტანეს. თვის ბოლოსთვის შეშით უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობა 500-ზე მეტი იქნება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200