primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

,,თავისუფალი დემოკრატები" ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებას ასაჩივრებენ

  • პოლიტიკა
  • 24.11.2016
  • 18:40
 ,,თავისუფალი დემოკრატები" ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებას ასაჩივრებენ

თავისუფალი დემოკრატები" საქალაქო სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებას ასაჩივრებენ, რომელიც პარტიების დაფინანსებას შეეხება. "თავისუფალმა დემოკრატებმა" სარჩელი უკვე შეიტანეს საქალაქო სასამართლოში. მათ იურიდიულ დახმარებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევს. პარტიის მთავარი მოთხოვნაა,  გაუქმდეს ცესკო-ს მიერ გამოცემული განკარგულება და მოხდეს ახალი განკარგულების გამოცემა, სადაც გასწორებული იქნება პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" დაფინანსების საკითხი.

"ეს საქმე დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ცალსახად ეწინააღმდეგება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის ოცდამეათე მუხლის მეოთხე და მერვე ნაწილებს. 
პარტია "მრეწველებისათვის" არ შეიძლებოდა ამ დაფინანსების მინიჭება წლიური 300 000 ლარის ოდენობით, ვინაიდან ეს დაფინანსება ეკუთვნის იმ პარტიას, რომლის წევრიც გახდა პარლამენტის წევრი და რომელმაც შექმნა ფრაქცია პარლამენტში. ამ მოცემულობებს არ აკმაყოფილებს პარტია მრეწველები, მისი წევრი არ გახლდათ ბატონი ნოზაძე, ის იყო ბლოკის უპარტიო წარმომადგენელი", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისივე თქმით, მრეწველებისთვის დაფინანსების მინიჭება ასევე ეწინააღმდეგება მერვე მუხლს, რომელიც გამორიცხავს შეკრებას, რაც ამ შემთხვევაში მოხდა და მრეწველებს შეუკრიბეს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მიღებული 236 000 და ეს 300 000 ლარი. შავგულიძის განმარტებით, ეს შეკრებაც უკანონო იყო.

"ამ ორი უკანონო მოქმედების შედეგად, ხელოვნურად "მრეწველების" დაფინანსება გახდა 24 000-ით მეტი, ვიდრე ჩვენი და შესაბამისად, ჩვენ დავკარგეთ ცესკო-ში კომისიის წევრების ყოლის უფლება და შეიძინეს მრეწველებმა. სამართლიანობის ლოგიკიდან რომ გამოვიდეთ, "თავისუფალმა დემოკრატებმა" საპარლამენტო არჩვენებში მოვიპოვეთ ხმათა 4,63 % , მრეწველებმა ბლოკში მოიპოვეს 0,78%. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვკარგავთ კომისიის წევრების ყოლის უფლებას. 
ეს ემსახურება ძალიან ცუდ მიზანს, "ქართული ოცნების" მიზანს, რომ სრულად გააკონტროლოს საარჩევნო კომისიები, ვინაიდან ამ მანიპულაციებით მოხდება ის, რომ "ქართული ოცნება" შეიყვანს მისგან კონტროლირებად კომისიის წევრებს და ეს არ არის "თავისუფალი დემოკრატების" პრობლემა, ეს არის ჩვენი დემორკატიის პრობლემა. რისთვის სჭირდება მმართველ პოლიტიკურ ძალას ასეთი კონტროლი, პასუხი ერთია - თუ დასჭირდება, რომ გააყალბოს არჩევნები, კომისიის წევრებმა თვალი უნდა დახუჭონ." - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge