png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

"ქართულმა ოცნებამ" 4 წელი ოპოზიციის ოპოზიციაში გაატარა და დღეს აღმოაჩინეს, რომ მინისტრები არიან - ლელა ქებურია

  • პოლიტიკა
  • 28.11.2016
  • 12:13
"ქართულმა ოცნებამ" 4 წელი ოპოზიციის ოპოზიციაში გაატარა და დღეს აღმოაჩინეს, რომ მინისტრები არიან - ლელა ქებურია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ლელა ქებურიას განცხადებით ქართულმა ოცნებამ 4 წელი ოპოზიციის ოპოზიციაში გაატარა და დღეს აღმოაჩინეს, რომ მინისტრები და პარლამენტის წევრები არიან.

''შეურაცხყოფაზე და მოგონილ ბრალდებებზე ნამდვილად არ უნდა გვესაუბრებოდეთ და კარგი იქნებოდა მინისტრობის კანდიდატებს თუ მოუწოდებთ ეთიკურობისკენ. იმის გათვალისწინებით თუ რამდენად კრიტიკულად აღიქვამთ კრიტიკულ აზრს, როგორ განიცდით მწვავე კითხვების არსებობას, სწორედ თქვენთვისაა მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ტელევიზიის არსებობა, რომ თქვენი ყოველდღიურობა არ დაემსაგვსოს დღევანდელ გამოსვლებს.

მიხარია, რომ წლევანდელი წელი განათლების წლად გამოცხადდა, ვისურვებდი არ იყოს პიარული სვლა, რომელიც თქვენი მინისტრობის კანდიდატს ახასიათებს.

თავიდანვე ტყუილით იწყებთ, რომ განათლებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი გაიზარდა და სინამდვილეში ერთი თეთრით არ გაზრდილა და 30 000 000 ნაკლებია წინა წელთან შედარებით. თუ გამოვაკლებთ იმ 80 000 000, რომელიც ''ათასწლეულის'' ფონდისგან გრანტის სახით მიიღეთ, რომელსაც ხელი 2011 წელს მოეწერა. 2011 წელსვე თანხის მიზნობრიობა გაწერილი იყო.

ასევე ტყუილს ამბობთ, 245 ლარიანი ხელფასი 405 ლარამდე გაზარდეთ, თუ გავითვალისწინებთ იმას რა გაუკეთეთ მავნებლური პოლიტიკით ლარს. 245 ლარიანი ხელფასი 150 დოლარის ექვივალენტი იყო და 405 ლარიანი ხელფასი 160 დოლარია.

ასევე მოატყუეთ 45 000 სერთიფიცირებული მასწავლებელი, რომლებსაც დაჰპირდით ხელფასის გაზდას. იმ ფონზე, რომ ეს ადამიანები შეურაცჰყავით, როდესაც ოთხკუთხედად შემოახაზინეთ ბიულეტინები და მშობელთა კრებები ატარებინეთ, რომ მხარი თქვენთვის დაეჭირათ. გილოცავთ, ეს თქვენი ''ნოუ ჰაუა'' მეგობრებო და თქვენი განათლების მინისტრი თვლის, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა ზღაპრებია, თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ მინისტრი მასწავლელებს ზღაპრებს უყვება'' - განაცხადა ლელა ქებურიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge