png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

გიგა ბოკერია: ხელისუფლებას დემოკრატიის პრინციპები არ ესმის

  • პოლიტიკა
  • 28.11.2016
  • 12:20
გიგა ბოკერია: ხელისუფლებას დემოკრატიის პრინციპები არ ესმის
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებას დემოკრატიის პრინციპები არ ესმის, რაც მათი მხრიდან, თუნდაც მძიმე კრიტიკის მიუღებლობაში გამოიხატება.
"ლიბერალური დემოკრატიაა, როცა გაკრიტიკებენ ისე, რომ არ გსიამოვნებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, პასუხებს სცემ და ოპოზიციასთან სათათბიროდაც ჯდები. თქვენთვის ეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამას უნდა შეეგუოთ. აბა, რა გგონიათ, ის, რაც აქ გესმით, რომ როგორი კარგებით ხართ და ნუთუ, კიდევ უფრო კარგები იქნებით შემდეგი 4 წელი, ეს არის კრიტიკა? "ნომინალური" შეურაცხყოფაო, ამბობთ, როცა თეა წულუკიანი გყავთ მთავრობაში, მოუსმინეთ, როგორ ლაპარაკობდა რამდენიმე დღის წინ, ან აქ ერთ-ერთი ახალგაზრდა რომ ოჯახის წევრ მამაზე საუბრობდა, ჩვენ გვიკითხავთ მორალს? შეეგუეთ, რომ ამ დარბაზში გექნებათ დისკომფორტი, საკონსტიტუციო უმრავლესობა გაქვთ და ყველაფერს აკონტროლებთ და წუწუნებთ იმაზე, რომ არ მოგწონთ, აქ რა გესმით?
დღეს აქ, ოცნების დეპუტატებისა და მინისტრობის კანდიდატების მხრიდან ისეთი განცხადებები მოვისმინეთ, რომ ძნელია, რომელიმე მათგანი გამოარჩიო. თუმცა "ოქროს მედალი" მაინც იმ განცხადებას ეკუთვნის, ლარის ძალიან გამყარების შემთხვევასი რომ ქვედა ზღვარი უნდა დავაწესოთ თურმე. და ამას სერიოზულად პასუხობს პრემიერი.
კვირიკაშვილს მხოლოდ ერთ რამეში უნდა დავეთანხმო - მან თქვა, რომ ეროვნული თანხმობა, სამოქალოქო თანხმობა უნდა იყოს არჩევნებს შემდეგ მოგებულსა და წაგებულს შორისო. ეს ასეა, ნორმალური დემოკრატია არის ასეთი, ვიღაც მოიგებს, ვიღაც წააგებს, მაგრამ ეგუება. მაგრამ გააჩნია როგორ მოიგებ. როცა ძალადობით და დაშინებით იგებ მაშინ თანხმობა სუსტდება, როცა ფული და მილიარდელი შენს უკან არის, როცა მთელ სასამართლო სისტემას აკონტროლებ, ეგ სამოქალაქო თანხმობას კიარ უწყობს ხელს, ეგ დიდ სამოქალაქო უთანხმოებას უწყობს ხელს", - განცახდა ბოკერიამ.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge