აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე დაინიშნა
- პოლიტიკა
- 28.11.2016
- 14:49
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს.
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დარწმუნდეთ თქვენი არჩევანის მართებულობაში. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ყოველგვარი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე, კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ", - განაცხადა გავით გაბაიძემ.
დავით გაბაიძეს ფარული კენჭისყრით 14 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთმა წევრმა.
რაც შეეხება "პატრიოტთა ალიანსს", დავით თარხან-მოურავი სხდომას არ ესწრებოდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200