უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მოითხოვენ „აუდიტორია 115“-ის წევრებმა მე-6 კორპუსის შენობა დატოვონ
- საზოგადოება
- 28.11.2016
- 15:24
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მოითხოვენ „აუდიტორია 115“-ის წევრებმა მე-6 კორპუსის შენობა დატოვონ.
ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ჯგუფმა აქცია გამართა და მეექვსე კორპუსში სწავლის პროცესის განახლება მოითხოვა. აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის მიუღებელია „აუდიტორია 115“-ის სტუდენტების პროტესტის ეს ფორმა. აუდიტორია 115-ის წევრებმა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა თსუ-ის პირველ კორპუსში გადაინაცვლეს, ისინი ერთმანეთთან მოლაპარაკებას მართავენ.
როგორც აქციაში მონაწილე სტუდენტებმა განაცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ შეტანხმებას ვერ მიაღწიეს, შემდგომ პრობლემების მოსაგვარებლად აპირებენ თსუ-ს რექტორს, გიორგი შარვაშიძეს მიმართონ.
აუდიტორია 115-ის წევრები შენობის დატოვებას არ აპირებენ.
„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს მე-5 დღეა რაც თსუ-ს მე-6 კორპუსი დაკავებული აქვთ.