png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

მთავრობის მიდგომაა მაღალი გადასახადებით მეტი ფული წაართვას ხალხს - ზურაბ ჭიაბერაშვილი

  • პოლიტიკა
  • 30.11.2016
  • 12:08
მთავრობის მიდგომაა მაღალი გადასახადებით მეტი ფული წაართვას ხალხს - ზურაბ ჭიაბერაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით მთავრობამ ცხოვრების კიდევ უფრო გაძვირების გეგმა წარმოადგინა.
‘’გუშინ ივანიშვილის მთავრობამ გამოგვიცხადა, როგორ აპირებს, კიდევ უფრო გაუძვიროს ცხოვრება მოქალაქეებს, როგორ ამოაცალოს ფული ჯიბიდან ადამიანებს, როგორ გააღარიბოს ხალხი კიდევ უფრო მეტად. იმის ნაცვლად, რომ დაწიონ გადასახადები, ზრდიან გადასახადს და პრობლემას უქმნიან ათიათასობით ადამიანს.
აქციზის ზრდა ნავთობპროდუქტებზე ნიშნავს ბენზინსა და დიზელზე ფასების ზრდას, რასაც ჯაჭვურად მოყვება ფასების ზრდა ყველა ძირითად პროდუქტზე, რასაც მოქალაქეები ძირითადად ყიდულობენ. ლარის გაუფასურების გამო ფასების ზრდა ისედაც მაღალია სურსათსა და მედიკამენტებზე, სამწუხაროდ, მთავრობის ნაბიჯი ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც კვირიკაშვილი ამაყად აცხადებს, რომ პენსია არ გაიზრდება.
არცერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ივანიშვილის მთავრობა აპირებს, არ ემსახურება ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის შეჩერებას და ექნება საპირისპირო ეფექტი. დაანონსებული ნაბიჯები ავლენს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა იმ ეკონომიკური კრიზისიდან, რომელშიც თვითონვე შეიყვანა განვლილი 4 წლის განმვალობაში გადადგმული ასეთი არაკომპეტენტური და უგუნური ნაბიჯებით.
მთავრობის მიდგომაა მაღალი გადასახადებით მეტი ფული წაართვას ხალხს და მერე თავისი სურვილების მიხედვით ანაწილოს ეს ფული საკუთარ პრემიებსა და დანამატებზე, არაფრისმომცემ სამთავრობო პროგრამებზე, საკუთარი ნათესავებისთვის იაფი კრედიტების მიცემაზე, კომფორტსა და არასაჭირო სამივლინებო ხარჯებზე. ეს მიდგომა ფუნდამენტურად მცდარია, ქვეყანა შეყავს კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ კრიზისში და გამოიწვევს მოქალაქეების კიდევ უფრო მეტ გაღარიბებას’’ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge