png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 30.11.2016
  • 14:31
თბილისში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი გაიხსნა

მაზნიაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. სკულპტურა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ზაზა ჩხაიძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას მერის მოადგილეები ნინა ხატისკაცი და გიგა ნიკოლეიშვილი,  კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, საკრებულოს დეპუტატები და გენერლის შთამომავლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნული გმირის, დაუმარცხებელ გენერლად წოდებული გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის ავტორი მოქანდაკე გენადი ზაქარაიაა.

დავით ნარმანიას განცხადებით, გენერლის განუზომლად დიდი ღვაწლი და გმირობა  დაფასებას იმსახურებს და ძეგლის გახსნა, სიმბოლურად, ამის დასტურია.

„გენერალი მაზნიაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე თავდადებით იბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო ერთიანი. სწორედ მისი გმირული ღვაწლისდაფასების მიზნით, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით და თბილისის მერიის ორგანიზებით, დაიდგა მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც არის სიმბოლო გამარჯვებისა.ასევე, სიმბოლო იმისა, რომ არასოდეს არ დავიხიოთ უკან, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს მტერი,“-განაცხადა თბილისის მერმა.

გიორგი მაზნიაშვილი 1871 წელს კასპის რაიონში, სოფელ სასირეთში დაიბადა. იუნკერთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაზნიაშვილი მეფის არმიაში მსახურობდა. იგი მონაწილეობდა პირველ მსოფლიოომში, ასევე, რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში. გიორგი მაზნიაშვილი ჯერ მე-11 არმიის, შემდეგ კი თურქების წინააღმდეგიბრძოდა, რისშედეგადაც ქართველებმა ბათუმი და მისი ოლქი დაიბრუნეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაზნიაშვილისაფრანგეთში, ემიგრაციაში, ცხოვრობდა.1937 წელს იგი დააპატიმრეს და შვილთან, ივანე მაზნიაშვილთან ერთად, გასამართლების გარეშე დახვრიტეს. მისი საფლავის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

„მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!" - ეს სიტყვები გიორგი მაზნიაშვილს ეკუთვნის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge