მკვლელობა სენაკში - ქალმა ქალს ესროლა
- სამართალი
- 01.12.2016
- 11:46
მკვლელობა მოხდა სენაკში - არსებული ინფორმაციით, შუახნის ქალს ქალმა ვალის გადაუხდელობის გამო ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილ ეკა ფარულავას ბრალდებულის ვალი ჰქონდა, რაც 2 500 ლარს შედგენდა.
ახლობლები ყვებიან, რომ ფარულავა თანხას დიდი ხნის განმავლობაში ვერ იხდიდა და მას რამდენჯერმე თანხის გადავადება მოუწია.
გარდაცვლილს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200