პრემიერ-მინისტრის მიერ გახმოვანებული ინიციატივებით, მოსახლეობა იგრძნობს შვებას - ეკა ბესელია
- კომენტარები
- 01.12.2016
- 14:15
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ლარის რეკორდულ გაუფასურებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმა გააჩნია.
„ის ინიციატივები, რაც პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა მთავრობის სხდომაზე, არის კომპლექსური ღონისძიებები, რომელითაც მთავრობა აპირებს სწრაფად იმოქმედოს და დაუპირისპიროს ამ პროცესს ის ქმედებები, რომლითაც უნდა დასტაბილურდეს ვითარება და მოსახლეობამ იგრძნოს შვება,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, დღეს, კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.65 ლარს, ხოლო ერთი ევროს ღირებულებამ 2.84 ლარს მიაღწია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200