png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პირველმა ლედიმ კონფერენციაში „ბავშვთა ადრეული განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციისთვის" მიიღო მონაწილეობა

  • საზოგადოება
  • 01.12.2016
  • 18:30
პირველმა ლედიმ კონფერენციაში „ბავშვთა ადრეული განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციისთვის" მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დღეს „ბავშვთა ადრეული განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციისთვის" მე-2 საერთაშორისო კონფერენციაში  მიიღო მონაწილეობა.

რეგიონული კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო" და ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიცია არიან მიზნად  ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამასა და შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციასთან დაკავშირებით მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას და არსებული მომსახურების მონიტორინგისა და კონტროლის გაუმჯობესებას ისახავს.

საქართველოს პირველმა ლედიმ ღინისძიებაში მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში განვითარების შეფერხების, ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ყველა ბავშვისათვის ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„რამდენიმე წელია დიდი ინტერესით და მონდომებით ვსწავლობ ამ თემის განვითრებას, თვალყურს ვადევნებ სიახლეებს და ვეცნობი პრობლემებს, რადგან ბავშვთა ადრეული განვითრება ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მიხარია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი და მიღწევები გვაქვს და მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში ემსახურება ამ საქმეს.

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს პროგრესი, ისევ რჩება მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია - პირველ რიგში, პროგრამის ხელმისაწვდომობა თითოეული ბავშვისთვის.

ამ პრობლემის მოგვარებას - საზოგადოების ყველა სექტორის ჩართულობა სჭირდება.

ამიტომაც, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი კონფერენციის მხარდამჭერებს გაწეული შრომისთვის და ზუსტი და დროული აქცენტისთვის.

მიგულეთ მუდამ თქვენს გვერდით, როცა აღარ ვიქნები პირველი ლედი, მაშინ კიდევ უფრო მეტი დრო მექნება, რომ უფრო აქტიურად ჩავერთო კონკრეტულად ამ პრობლემის მოსაგვარებლად", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია დღეს გაიხსნა და მასში მონაწილე ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების,   საერთაშორისო ორგანიზაციებისა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები საქართველოდან, ასევე ამერიკიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამასა და შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge