შსს-მ 115 აბი „მეტადონი“ ამოიღო
- სამართალი
- 02.12.2016
- 10:39
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ზ.ყ. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 115 აბი და 7 აბის ნატეხი „მეტადონი“ ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ზ.ყ.-ს მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის
მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200