სომხეთის მოქალაქეს საქართველოში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნივთები შემოჰქონდა
- სამართალი
- 23.10.2015
- 11:31
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, გალუსტ მარგარიანი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,სადახლოს“ გავლით, საბაჟო კოტრონლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნივთები.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 7 წლამდე ვადით.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200