primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

სუს-ში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საიმონ ლიმაჟესთან შეხვედრა გაიმართა

  • სამართალი
  • 06.12.2016
  • 10:53
 სუს-ში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საიმონ ლიმაჟესთან შეხვედრა გაიმართა

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  გაუვრცელებლობის დარგში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს შესაძლებლობების განვითარებისა და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები  მიმოიხილეს.
შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი, სპეციალურ დავალებათა სამსახურის უფროსი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა აშშ-ის წარმომადგენლებს სუს-ის, როგორც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი უწყების მიერ ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ქართული მხარის მიერ ქბრბ ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნის გამოვლენისა და აღკვეთის კონკრეტული ფაქტები განიხილეს.
„მე ჩამოვედი საქართველოში და გავმართე შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელიც აშშ-ის მტკიცე პარტნიორია ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში.  ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო შეხვედრა იყო, ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე ვისაუბრეთ.
 საქართველო მნიშვნელოვანი ლიდერია როგორც  რეგიონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე  ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების გავრცელებისა და ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ საქართველოსთან ვთანამშრომლობთ ამ საფრთხის წინააღმდეგ“- განაცხადა გაუვრცელებლობის დარგში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საიმონ ლიმაჟემ.
„შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლობას ბირთვული და რადიოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ბატონმა საიმონ ლემანჟემ ხაზი გაუსვა საქართველოს, კერძოდ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  მიერ მიღწეულ წარმატებებს აღნიშნულ  სფეროში. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, როგორც ქიმიური, რადიოლოგიური, ბირთვული და ბიოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო, მადლობას უხდის ამერიკულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის და მტკიცე მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა მანანა ბაღაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge