png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

წიგნები საჩუქრად „საბასგან" თბილისის ავტობუსების გაჩერებებზე

  • საზოგადოება
  • 06.12.2016
  • 11:49
წიგნები საჩუქრად „საბასგან" თბილისის ავტობუსების გაჩერებებზე

პირველად საქართველოში, მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ, ქუჩაში ჩამოტვირთონ ელექტრონული და, მათ შორის, ხმოვანი წიგნები. წიგნის ჩამოტვირთვა მკითხველებს თბილისში, 70 სხვადასხვა გაჩერებაზე შეუძლიათ. 

ეს გაჩერებები მგზავრებისა და ქუჩაში გამვლელებისათვის ადვილად ამოსაცნობია. თიბისი ბანკის პროექტის #წერექართულად დიზაინით გაფორმებულ გაჩერებებზე წარმოდგენილია „საბას" წიგნის QR კოდი, რომლის დასკანერების საშუალებით შესაძლებელია ამ წიგნის საჩუქრად მიღება.  

ნებისმიერი ადამიანი თავის ტელეფონში,  აპლიკაცია Saba Raader-ის საშუალებით შეძლებს, უფასოდ ჩამოტვირთოს ელექტრონული წიგნი „საბას" ელექტრონული წიგნების სახლიდან. ეს წიგნი განთავსდება Saba Raader-ში, მის პირად ბიბლიოთეკაში.

ყველა გაჩერებაზე შესაძლებელია ერთი და იგივე წიგნის საჩუქრად მიღება. სასაჩუქარე წიგნი ყოველთვიურად შეიცვლება.

დეკემბერში გაჩერებებზე მგზავრები „საბასგან" საჩუქრად მიიღებენ ხმოვან წიგნს „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები". ზღაპრებს კითხულობენ ცნობილი მსახიობები - მედეა ჩახავა, ელენე ყიფშიძე, მერაბ გეგეჭკორი. 

ხმოვანი წიგნის ჩამოტვირთვას მგზავრები შეძლებენ საკუთარი სმარტფონის 3G ინტერნეტით - აპლიკაციაში Saba Reader არსებული QR წამკითხველის მეშვეობით. თუმცა, იმისათვის რომ ხმოვანი წიგნი პირადი ონლაინ ბიბლიოთეკიდან უშუალოდ მოწყობილობის მეხსიერებაში ჩაიტვირთოს, ამისათვის ერთჯერადად დაჭირდებათ WiFi. ამის შემდეგ წიგნის მოსმენა უკვე ინტერნეტის გარეშე იქნება შესაძლებელი

იანვარში სხვა ელექტრონული წიგნის ჩამოტვირთვას შეძლებენ, იგივე QR კოდით და იმავე პროცედურით.  ლიტერატურა, რომელსაც „საბა" მკითხველებს შესთავაზებს მრავალფეროვანი იქნება, მკითხველს შეეძლება იკითხოსან მოისმინოს, როგორც  ქართული, ისე უცხოური (ქართულად ნათარგმნი) პოპულარული წიგნები - ელექტრონული თუ ხმოვანი. 

ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია საქართველოში პირველად „საბამ" შექმნა და ამ დროისათვის saba.com.ge-ზე 300-ზე მეტი ხმოვანი წიგნია ხელმისაწვდომი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge