primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

აჭარაში შაჰინის სკოლამ ჟურნალისტებს უმასპინძლა

  • საზოგადოება
  • 06.12.2016
  • 13:51
აჭარაში შაჰინის სკოლამ ჟურნალისტებს უმასპინძლა

ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის სპეციალური საინფომაციო ტური ჩატარდა.

საინფორმაციო ტურში 17 მედია საშუალების წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც პირადად შეხვდნენ სკოლის დირექტორს ბატონ ელგუჯა დავითაძესა და სკოლის ადმინისტრაციას. შეხვდერის ფარგლებში დავითაძემ სტუმრებს გააცნო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები; საერთაშორისო და ეროვნულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში მიღწეული გამარჯვებები, ასევე ის სიახლეები, რომელსაც სკოლა გეგმავს მიმდინარე და მომავალ სასწავლო წელს. ტურის განმავლობაში ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სკოლის კამპუსი, დასწრებოდნენ სასკოლო პროცესს და შეხვედროდნენ სკოლის წარმატებულ მოსწაველეებს.

მსგავსი ტიპის საინფორმაციო ტური შაჰინის სკოლაში პირველად ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა, ჟურნალისტებისთვის დეტალურად მიეწოდებინათ ინფორმაცია სკოლა-ლიცეუმის შესახებ.

„ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარება და ცენტრალური და რეგიონალური მედიის წარმომადგენლების მასპინძლობა შაჰინის სკოლაში. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აჭარის რეგიონიში ჩვენი სკოლა-ლიცეუმი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლაა.  ჩვენ მზად ვართ მსაგავსი ტიპის შეხვედრებს სისტემატური სახე მივცეთ, სადაც ჟურნალისტებს და დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ექნება პირადად გაეცნოს იმ წარმატებებს, რასაც სკოლის მოსწავლეები აღწევენ, როგორც ქვეყნის ისე საერთაშორისო მასშტაბით“. - განაცხადა მედიასთან შეხვედრაზე სკოლის დირექტორმა ელგუჯა დავითაძემ.

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი 1994 წელს დაარსდა.  მას 375 კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა უმეტესობას წარმატებული კარიერა აქვს ბიზნესის, აკადემიურ და სხვა სფეროებში. სკოლის მოსწავლეები წარმატებით ასპარეზობენ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კონკურსებში. სკოლას ჰყავს არაერთი ნიჭიერი სტიპენდიანტი და ოლიმპიადაში გამარჯვებული ახალგაზრდა. თავდაპირველად სკოლაში მოსწავლეთა მიღება მეშვიდე კლასიდან იყო შესაძლებელი. 2004 წელს დაარსდა დაწყებითი სკოლაც. ამჟამად სკოლაში სწავლა 12 წლიანია. 2010 წელს სკოლა საკუთარ შენობაში გადავიდა, აქვს  ევროპული სტანდარტებით კეთილმოწყობილი კაბინეტები, სამუშაო და საკლასო ოთახები. სკოლას ემსახურება მაღალკვალიფიციურ პედაგოგთა გუნდი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge