png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

იუსტიციის სამინისტროში შშმ პირებისთვის ვაკანსია გამოცხადდა

  • საზოგადოება
  • 06.12.2016
  • 16:02
 იუსტიციის სამინისტროში შშმ პირებისთვის ვაკანსია გამოცხადდა

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ვაკანსია გამოაცხადა. სამინისტრო განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს დასაქმებას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე სთავაზობს. 
ოპერატორის სამსახურებრივი საქმიანობა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიღება და რეგისტრაცია (ინფორმაციის დამუშავება და ელექტრონულ ბაზაში ასახვა); მოქალაქეთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება ან მისი საჭიროებისამებრ გადამისამართება იქნება. 
ოპერატორის ვალდებულებებში შედის, ასევე, ცხელ ხაზზე შემოსული ზარების რაოდენობრივი აღრიცხვა და სტატისტიკური მონაცემების ამსახველი ელექტრონული რეესტრის მომზადება.
იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა სრულადაა მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს, რაც კონკურსში გამარჯვებულს საშუალებას მისცემს, სამუშაო გარემოში თავი კომფორტულად იგრძნოს. შშმ პირები იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებშიც არიან დასაქმებულნი. ცენტრალურ აპარატში, სერვისების განვითარების სააგენტოში, სმართ ლოჯიქში, ნოტარიუსთა პალატაში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, საჯარო რეესტრსა და ეროვნულ არქივში, ჯამში, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 25 პირი მუშაობს.
ვაკანსიით დაინტერესებულებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე შეუძლიათ: hr.gov.ge

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge