png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ფონდმა „სიცოცხლის ხე“ მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

  • საზოგადოება
  • 07.12.2016
  • 14:06
 ფონდმა „სიცოცხლის ხე“ მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ბანკის ფონდმა „სიცოცხლის ხე“ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად, რიგით მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსში გამარჯვებულ 5 პროექტს, მაქსიმუმ 50 000 ლარის ოდენობით, საქართველოს ბანკი დააფინანსებს. გამარჯვებული პროექტებია:

  • „კასპის შშმ პირთა კავშირი“ - მოწნული ხელნაკეთი ნივთების და ავეჯის საწარმო, სადაც შშმ პირთა დასაქმების ქსელი შეიქმნება - კასპი;
  • სამოქალაქო ინიციატივა „ცოდნის კაფე“ - კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე და საცხობი - წნორი;
  • კავშირი „რეა“ - ხელნაკეთი კერამიკული ნაწარმის საგამოფენო და სარეალიზაციო სივრცის (მაღაზია/სალონი) შექმნა  - თბილისი;
  • „შესაძლებლობების სივრცე“ - ინკლუზიური ეკო-ბანაკი - ლაგოდეხის ნაკრძალი;
  • "აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო" - ადაპტირებული ჰოსტელი - ბათუმი;

საგრანტო კონკურსში ჯამში 154 საპროექტო განაცხადი შემოვიდა, შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებულმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ პროექტების შეფასება-განხილვის შედეგად 23 ფინალისტი გამოავლინა. ფინალისტებს 2 დღიანი სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდათ, სოციალური მეწარმეობის თემაზე, რის შედეგადაც ჟიურის წინაშე საბოლოო პრეზენტაციით წარსდგნენ, 23 ფინალისტიდან ჟიურიმ 5 გამარჯვებული გამოავლინა.

გამარჯვებული პროექტების განხორციელებას ფონდი „სიცოცხლის ხე“  2017 წლის იანვრის თვიდან დაიწყებს და პროექტების დასრულებამდე მონიტორინგს გაუწევს მათ. აღსანიშნავია, რომ სოციალური მეწარმეობის შესახებ საგრანტო კონკურსის მიზანი, საქართველოში სოციალური  საწარმოების შექმნის და განვითარების ხელშეწყობაა, რომლებიც დადებითად იმოქმედებს სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებასა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე. გრანტით დაფინანსებული სოციალური საწარმოების საქმიანობა კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge