png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ნიჩბურა“ სოკოს წარმოებას იწყებს

  • ეკონომიკა
  • 07.12.2016
  • 15:00
 „ნიჩბურა“ სოკოს წარმოებას იწყებს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში კოოპერატივის „ნიჩბურა“ მეპაიეებს შეხვდა.

კოოპერატივის თავმჯდომარის, გიორგი ლომოურის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი  სოკოს წარმოებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკითაა აღჭურვილი. სოკოს ბრიკეტიდან მოყვანის ტექნოლოგია მიახლოებულია ბუნებრივ პირობებთან და პროდუქტის მოკრეფა, შეფუთვა, შენახვა სტანდარტების დაცვით ხორციელდება. ე.წ. „კალმახა სოკოს“ სარეალიზაციო არეალი ადგილობრივი ბაზარია. კოოპერატივში 6 მეპაიეა გაერთიანებული. საწარმოს განვითარებისთვის  მოზიდული ინვესტიცია 48 000 ევროს შეადგენს.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა ხელს უწყობს ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას, რაც სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას, ადგილობრივი პროდუქციის  წარმოების წახალისებასა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას განაპირობებს”, - აცხადებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე  გიორგი მიშელაძე. 

საწარმო სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დაფინანსებითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს  მხარდაჭერით გაიხსნა.

დღეისათვის საქართველოში 1633 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, მათ შორის 87 მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge