png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ვაშინგტონში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება

  • პოლიტიკა
  • 07.12.2016
  • 16:36
ვაშინგტონში C ჰეპატიტის  ელიმინაციის პროგრამის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება

დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართება მიღება, რომელიც მიეძღვნება საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებულ მიმდინარეობას.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ აშშ-ში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ციკოლია და ფარმაცევტული კომპანია „Gilead Sciences"-ის კორპორატიულ და სამედიცინო საქმეებში აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი გრეგ ალტონი.

საქართველოში აღნიშნული პროგრამის ჰუმანიტარული მისიის წარმატების აღსანიშნავად და C ჰეპატიტის ეპიდემიასთან ბრძოლაში მსოფლიო მასშტაბით ლიდერობისათვის, ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი თანამედროვე ხელოვანი დავით დათუნა კომპანია „Gilead Sciences"-ს „სიცოცხლის ჯილდოს" გადასცემს. აღნიშნული ჯილდო დავითის საქველმოქმედო საქმიანობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და გადაეცემა კორპორაციებსა და კერძო პირებს საზოგადოებისათვის გაწეული წვლილისათვის. 

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ წამოიწყო C ჰეპატიტის  ელიმინაციის პროგრამა. სრულიად ბოლო თაობის თერაპია პოტენციურად კურნავს დაავადების მქონე პირთა 90%-ზე მეტს.  

7 დეკემბერს დაგეგმილი მიღება ვაშინგტონის ისტორიულ სასახლე-მუზეუმში გაიმართება. ღონისძიების პარტნიორები არიან ქართველი თანამედროვე ხელოვანი დავით დათუნა და ფარმაცევტული კომპანია „Gilead Sciences".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge