png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სასესხო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

  • პოლიტიკა
  • 07.12.2016
  • 16:41
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სასესხო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებულ სასესხო შეთანხმებაზე იმსჯელეს დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტშიგამართულ სხდომაზე. სარატიფიკაციო დოკუმენტი კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.
მომხსენებლის განცხადებით, პროექტის მიზანს საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას წარმოადგენს. პროექტი მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისადა კონტეინერების შეძენას ითვალისწინებს. სასესხო შეთანხმების მიხედვით, აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) სესხის სახით10 მლნ ევრო, ხოლო გრანტის სახით 2 მლნ ევრო გამოყო. ამგვარად, პროექტის განსახორციელებლად სულ 12 მლნ ევროა განსაზღვრული.
პროექტი ორი ნაწილისაგან შედგება და ითვალისწინებს როგორც მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისა და ტექნიკის შეძენას, ასევე ტექნიკურ დახმარებას მყარი ნარჩენების მართვისშესაძლებლობების გაუმჯობესებისა და მყარი ნარჩენების სანიტარული დამუშავების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით. სესხის ხანგრძლივობაა 10 წელი, 3-წლიანი შეღავათიანი პერიოდით. მომხსენებლის განცხადებით იგეგმება დაახლოებით 145 მანქანისა და 7 200 კონტეინერის ეტაპობრივად შემოტანა. პროცესი სამ თვეში უნდა დასრულდეს და იგი ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, თბილისის გარდა. პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ მყარი ნარჩენების მართვის კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი, ტენდერი კი თვითონ დონორმა ორგანიზაციამ ჩაატარა.
დასასრულ, კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო დოკუმენტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge