png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგშია

  • პოლიტიკა
  • 07.12.2016
  • 17:06
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგშია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის დელეგაციის მხრიდან საქართველოსსაკითხის განხილვის ინიციატივას გამოეხმაურა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით შესაბამის ფორმატებში საქართველოს პრობლემატიკის დღისწესრიგში არსებობა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის აქტიურობის შედეგია.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუშინ უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს საკითხის დაყენება და ის მხარდამჭერი პოზიციები,რომელიც გამოიხატა უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების მხრიდან. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა, რუსეთის ვალდებულებები 2008 წლისცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად დღეს საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგშია. მივესალმებით, რომ გაეროს უშიშროების საბჭოსფარგლებშიც მოხდა მისი განხილვა", - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

როგორც გაეროში საქართველოს მისია იტყობინება 6 დეკემბერს გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული კონსულტაციები, რომელსაცმხოლოდ უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოები ესწრებოდნენ. პარტნიორებთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად  უშიშროების საბჭოს დახურული კონსულტაციების ფარგლებში სხვადასხვა საკითხების განხილვისას უკრაინის დელეგაციამ, რომელიც უშიშროების საბჭოში წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ჯგუფის ქვოტით (საქართველო ამ ჯგუფის წევრია) წამოჭრა საკითხი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. „შეთანხმების" რატიფიკაციის თაობაზე, დაგმო რუსეთის ქმედებები და შეაფასა, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები ასევე გაკეთდა სხვა პარტნიორი სახელმწიფოების მიერ. უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან არცერთ წევრ სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის გარდა, არ გამოუხატავს საწინააღმდეგო პოზიცია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge