png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ბულგარელ კოლეგას შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 07.12.2016
  • 17:53
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ბულგარელ კოლეგას შეხვდა

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა. მიხეილ ჯანელიძემ დადანიელ მიტოვმა დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები.

ბულგარეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველ კოლეგას ბულგარეთის მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების პროცესში. მან ასევე ხაზი გაუსვა ბულგარეთის პოზიციას საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დროულადმინიჭების აუცილებლობაზე და გამოთქვა მზადყოფნა ბულგარეთის მხრიდან ხელი შეუწყოს პროცესის დროულ წარმართვას.
მინისტრებმა ისაუბრეს ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე, მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ბულგარელ კოლეგას საქართველოსთავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში ბულგარეთის მიერ გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმიესალმა მომავალ წელს საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციის ბულგარეთის მიერ შესრულებას და იმედი გამოთქვა, რომ ეს ახალდინამიკას შესძენს ნატო-ს ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობას.
მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.
მიხეილ ჯანელიძემ და დანიელ მიტოვმა დაადასტურეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას,განსაკუთრებით იმ მაღალი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც არსებობს საერთაშორისო სატრანსპორტო მიმართულებით თანამშრომლობისკუთხით, ასევე ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge