png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით პარიზში გაემგზავრა

  • პოლიტიკა
  • 08.12.2016
  • 10:48
 დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით პარიზში გაემგზავრა

თბილისის მერი დავით ნარმანია, 9 დეკემბერს, პარიზში  „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტში მიიღებს მონაწილეობას.  

საფრანგეთის დედაქალაქში სამიტი 7-9 დეკემბერს იმართება. ღონისძიების ფარგლებში,  დავით ნარმანია დავით ნარმანია  მონაწილეობას მიიღებს UNDP-ის მიერ ორგანიზებულ უორქშოფში Making Cities Work: Opening and Optimizing.  აღნიშნულ პანელზე განხილული იქნება ქალაქის ღია მმართველობის პრაქტიკა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პოტენციალი ღიაობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად. სამიტზე თბილისი  2017 წლის თბილისის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმას წარადგენს, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მიმდინარე წლის ნოემბერში დაამტკიცა. (http://ogp.tbilisi.gov.ge/img/original/2016/11/18/DRAFT_action_plan_5.4._(1)(2).pdf)

„საერთაშორისო სამთავრობო გამჭვირვალობის პარტნიორობის ფარგლებში, თბილისი მოხვდა იმ 15 ქალაქსა და რეგიონს შორის, რომელსაც აქვს მზა სამოქმედო გეგმა გახადოს ადგილობრივი მმართველობის სისტემა  კიდევ უფრო ღია,  გამჭვირვალე და ხალხზე ორიენტირებული. თბილისის მთავრობამ, რამდენიმე დღის წინ,  მიიღო აღნიშნული სტრატეგია. დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართება პარიზში, იმ წამყვან ქალაქებთან და რეგიონებთან, რომლებსაც მსგავსი სტრატეგია აქვთ. გავცვლით გამოცდილებას, რათა  მმართველობა ჩვენს ქალაქებში უფრო მეტად ღია და გამჭვირვალე იყოს. ამდენად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი მმართველობის სისტემა კიდევ უფრო მეტად იყოს ორიენტირებული საზოგადოების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პარიზში გამართულ სამიტს, ასევე,  ესწრება თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი.  

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროგრამას საფუძველი 2010 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით ჩაეყარა, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით, პასუხისმგებლობა აეღოთ მთავრობების საქმიანობის ღიაობაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და სამოქალაქო ჩართულობის ამაღლებაზე. დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ 69 ქვეყანა მონაწილეობს ცენტრალური ხელისუფლებების დონეზე, მათ შორის 2011 წლიდან - საქართველოც. ეს ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, ხელი შეუწყონ გამჭვირვალობას, სამოქალაქო უფლებების გაზრდას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მმართველობის პროცესში. პარტნიორობის აღმასრულებელი კომიტეტის ამჟამინდელ 4 წევრ შორისაა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

 2016 წელს „ღია მმართველობის პარტნიორობამ“ (OGP) გამოაცხადა კანდიდატურების მიღება ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებისთვის  საპილოტე პროგრამაში ჩასართველად. თბილისი მოხვდა იმ 15 ქალაქსა და რეგიონს შორის, რომელთაც აქვთ მიღწევები მმართველობის ღიაობის კუთხით.  

ადგილობრივ ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ თბილისის მერია, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გზით,  მმართველობას  კიდევ უფრო  ღიას, გამჭვირვალესა და მოქალაქეთა ჩართულობაზე ორიენტირებულს გახდის.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge