png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ იან ვაპავუორის შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 08.12.2016
  • 12:57
 დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ იან ვაპავუორის შეხვდა

პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტ იან ვაპავუორის შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკმა რეგიონული ოფისი თბილისში გახსნა და ამით ხელი შეუწყო როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში დამატებითი საინვესტიციო პროექტების მოზიდვას. მან იმედი გამოთქვა, რომ ბანკის საინვესტიციო საქმიანობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

პირველმა ვიცე-პრემიერმა სტუმარს გააცნო საქართველოს მთავრობის რეფორმების   4-პუნქტიანი გეგმა და მისი ძირითადი მიმართულებები. აღინიშნა, რომ მათი განხორციელება დააჩქარებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპს, რაც საქართველოს ბიზნესგარემოს ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის და ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საგადასახადო რეფორმაზე, აგრეთვე მიმოიხილა სამთავრობო გეგმები ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს, ტურიზმის სექტორს, რეგიონებში ხელს შეუწყობს ბიზნეს-აქტივობებს და სხვ.

შეხვედრაზე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა იმ პროექტებს, რომელთა ხელმოწერაც 9 დეკემბერს იგეგმება. აღნიშნული პროექტები ითვალისწინებს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსების გამოყოფას საქართველოს საავტომობილო ინფრასტრუქტურის, აგრეთვე სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარების მიზნით. სამივე პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 450 მლნ ევროა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge