png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გენადი არველაძემ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს DCFTA-ს ფარგლებში აღებული ვალდებულები გააცნო

  • ეკონომიკა
  • 08.12.2016
  • 13:00
 გენადი არველაძემ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს DCFTA-ს ფარგლებში აღებული ვალდებულები გააცნო

„პროფესიული კვალიფიკაციები მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის საქართველოში“-  ამ სახელწოდების სემინარი EU4Business ინიციატივის ფარგლებში დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა მიმართეს. 

შეხვედრის  მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების  „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“(DCFTA)-ეფექტიანი განხორციელებისათვის  საჭირო ადამიანური რესურსების მომზადება იყო.  სემინარზე ასევე  განიხილეს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების შორის,  უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის პერსპექტივები.  მისმა მონაწილეებმა ერთმანეთს  არსებული გამოცდილება და  საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარეს. 

სემინარს  სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების, ბიზნესწრეების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ. აღნიშნული პირები ჩართულნი არიან საქართველოში ასოცირების შეთანხმება/DCFTA-ს განხორციელებასთან დაკავშირებული სექტორული კვალიფიკაციების/პროფესიული უნარების განვითარების  პროცესში.

 „დღევანდელ ღონისძიებაზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს,     ევროკავშირსა და საქართველოს შორის  ასოცირების შეთანხმების „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“( DCFTA) ფარგლებში  აღებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ. ასევე ვისაუბრეთ  გარდამავალი პერიოდისა და რეფორმების შესახებ, რომლებიც დაგეგმილია დაახლოების პროცესში. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ   მეწარმეებს  ჰქონდეთ ინფორმაცია სექტორების მიხედვით,  თუ რა რეფორმებია დაგეგმილი,  როგორ უნდა მოხდეს  კერძო სექტორის  ჩართულობა, საწარმოების ტექნიკური  გადაიარაღება და   პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება ამ პროცესში. დღევანდელი ღონისძიების მიზანია, გადამზადდნენ კერძო სექტორში დასაქმებული  ადამიანები, ამაღლდეს მათი  კვალიფიციური  და პროფესიული უნარები, რაც   პროდუქტიულობის გაზრდის წინაპირობაა. შესაბამისად, გაიზრდება  გამოშვებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა   და მეწარმეებს ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მეტი პერსპექტივებიც გაუჩნდებათ“ - განაცხადა მედიასთან საუბრისას გენადი არველაძემ.

სემინარის ორგანიზატორია ევროკავშირის პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“, რომელსაც GIZ-ის პროგრამა „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ ახორციელებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge