სოფელ დიმში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლში დაიწვა
- საზოგადოება
- 08.12.2016
- 14:07
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ახალგაზრდა მამაკაცი დაიწვა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ცეცხლი სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია.
"სახლს გვერდით აქვს დამხმარე ნაგებობა. ახალგაზრდა მამაკაცი სახლში გვიან დაბრუნდა და დამხმარე ნაგებობაში შევიდა. ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ არსებობს, თუმცა პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი სიგარეტის ნამწვის შედეგად გაჩენილი ცეცხლით დაიწვა", - განაცხადა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ გოგსაძემ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200