png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი ინალკოში ქართული ენის კათედრის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 09.12.2016
  • 10:16
 საქართველოს პრეზიდენტი ინალკოში ქართული ენის კათედრის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია და ქართული ენის კათედრის პროფესორებსა და სტუნედტებს შეხვდა.

ინალკო - აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ უნივერსიტეტი ერთადერთი დიდი უნივერსიტეტია ევროპაში, სადაც ქართული ენის კათედრა მოქმედებს და ქართული ენის სწავლება და სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტი ინაკლოს სამეცნიერო, საუნივერსიტეტო საბიბლიოთეკო ცენტრს ეწვია და წიგნის ფონდი დაათვალიერა, სადაც უნიკალური  ქართული ხელნაწერები და ქართულ ენაზე დაბეჭდილი ლიტერატურა ინახება და რომლითაც სარგებლობა უნივერსიტეტის 9 000 სტუდენტს შეუძლია.

გიორგი მარგველაშვილმა საბიბლიოთეკო ცენტრს საჩუქრად საქართველოდან წიგნები ჩაუტანა.

საქართველოს პრეზიდენტი ქართული ენის პროფესორებს იმ პრობლემების შესახებ გაესაუბრა, რომელიც ქართული ენის კათედრის წინაშე დგას- მიმდინარე წელს სამეცნიერო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ორი მასწავლებლიდან ერთი შტატის გაუქმების შესახებ.

ინალკო ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელსაც შეუძლია ანალიტიკური ანგარიშების მომზადება საქართველოს ისტორიისა და  გეოპოლიტიკის შესახებ პოლიტიკური და საქმიანი წრეებისა და ინსტიტუტებისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დასავლელი ექსპერტები საქართველოს შესახებ დოკუმენტაციას რუსული, ან მერიკული წყაროებიდან იღებენ.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქართული ენა და ანბანი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობაა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ იუნესკომაც აღიარა.

საქართველოში კარგად ესმით ინალკოს მნიშვნელობა, როგორც ქართული ენის პოპულარიზაციის, ასევე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის თვალსაზრისითაც.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული ენის კათედრის დახმარების მზადყოფნა  გამოთქვა.

შეხვედრას საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge