საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა
- ეკონომიკა
- 23.10.2015
- 14:41
საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა. შეხვედრაზე საგარეჯოში სოციალურ- ეკონომიკური, ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს. ფორუმი კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თამარ ხიდაშელის საარჩევნო შტაბის ორგანიზებით გაიმართა.
მეღვინეობა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატვების განვითარება, საგარეჯოს ტურისტული პოტენციალი, სოციალურ-ეკონომიკური პროექტები, დაცული ტერიტორიების განვითარება - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლებზეც მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.
შეხვედრას კერძო სექტორთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების ესწრებოდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200