რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატები იმარჯვებენ
- მსოფლიო
- 12.12.2016
- 11:04
რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს, პირველადი შედეგებით, პარტიას ამომრჩეველთა 45 პროცენტმა მისცა ხმა. მეორე ადგილზე ეროვნულ-ლიბერალური პარტია გავიდა. მას ელექტორატის 20- მაპროცენტმა დაუჭრა მხარი. საპარლამენტო არჩევნებში 11 პარტია მონაწილეობდა.
დღეისათვის ევროკავშირის უღარიბეს ქვეყანას ტექნოკრატიული მთავრობა მართავს, რომელიც 2015 წელს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას გადადგომის შემდეგ ჩამოყალიბდა.
არჩევნებში გამარჯვებული სოციალ-დემოკრატები პონტას მოკავშირეებად არიან მიჩნეული.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200