თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა
- მსოფლიო
- 12.12.2016
- 13:44
თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში უმაღლესი საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი ვადიმ კრასნოსელსკი ლიდერობს.
წინასწარი მონაცემებით, კრასნოსელსკის ამომრჩეველთა 69,8%-მა დაუჭირა მხარი. მის მეტოქეს, არაღიარებული დნესტრისპირეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ევგენი შევჩუკს ხმების18,8% აქვს.
დნესტრისპირეთის უმაღლესი საბაჭოს ყოფილი ხელმძღვანელი მოსახლეობას ეკონომიკურ განვითარებას ჰპირდება. ვადიმ კრასნოსელსკი მიიჩნევს, რომ დნესტრისპირეთის მომავალი არა მოლოდვას, არამედ რუსეთს უკავშირდება.
დნესტრისპირეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა ძირითადად რუსეთის ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200