png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ძლიერმა ნალექმა იმერეთისა და სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა

  • პოლიტიკა
  • 12.12.2016
  • 19:31
ძლიერმა ნალექმა იმერეთისა და სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა

12 დეკემბრეს დასავლეთ საქართველოში მოსულმა ძლიერმა ნალექმა იმერეთისა და სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა.

ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით დააზარალა იმერეთის რეგიონი. სტიქიამ პრობლემები შეუქმნა იმერეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის სოფლებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში წვიმისა და წყალდიდობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლის ეზოები დაიტბორა. ძლიერმა წვიმამ საფრთხე შეუქმნა სამტრედიასაც. გადაუღებელი ნალექის შედეგად   ქალაქის ცენტალურ ნაწილსა და რამდენიმე სოფელში დაიტბორა მოსახლეობის ეზოები. მსგავსი ვითარებაა თერჯოლის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებშიც.

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა ვანისა დ ბაღდათის მუნიციპალიტეტებსაც, სადაც ხანგრძლივი, გადაუღებელი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელში მეწყერსაშიში მდგომარეობა განვითარდა.

ტყიბულში, საჩხერესა და ხარაგაულში მოსახლეობას პრობლემები თოვლმა შეუქმნა, რის გამოც დაიკეტა ტყიბულიდან სოფელ მუხურას მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზა, ხოლო ელექტრო ენერგია და ბუნებრივი აირი მიეწოდებათ შეფერხებებით. ამჟამად აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში უნალექო ამინდია და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში, ადიდებული მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. სოფელ პატარა ფოთში კი ადიდებული მდინარემ 5 საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა. ამჟამად წლის დონემ მდინარე რიონზე იკლო.

ყველა დაზარალებულ სოფელსა და მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა და მიმდინარეობს უწყვეტი მუშაობა პრობლემების აღმოსაფხვრელად.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge