დონალდ ტრამპი დღეს სახელმწიფო მდივნის კანდიდატურას დაასახელებს
- მსოფლიო
- 13.12.2016
- 09:33
დონალდ ტრამპი დღეს სახელმწიფო მდივნის კანდიდატურას დაასახელებს. ამის შესახებ განცხადება მან Twitter-ზე გააკეთა.
ამ საკვანძო თანამდებობაზე კანდიდატურების განხილვა აშს-ში უკვე რამდნეიემ კვირაა გრძელდება.
ამერიკული დიპლომატიის პრეტენდენტებს შორის სახელდებოდა პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი მიტ რომნი, ტენესის შტატის სენატორი ბობ კორკერი და ნავთობკომპანია ExxonMobil-ის გენერალური დირექტორი რექს თილერსონი. მედია ვარაუდობს რომ ყველაზე რეალური კანდიდატი სწორედ რექს თილერსონია.
მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობა ჰიუვლეტ-პაკარდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, კარლი ფიორინას შესთავაზა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200