png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სოფო ბობოხიძის სახელობის ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია დაწესდა

  • საზოგადოება
  • 13.12.2016
  • 13:21
სოფო ბობოხიძის სახელობის ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია დაწესდა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, სოფო ბობოხიძის სახელობის ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია დაწესდება. წელს აქცია 22 წლის გოგონას, თამუნა მორგოშიას დასახმარებლად გაიმართა. 

”ახლახანს გარდაცვლილი ჟურნალისტისა და ოპერატორის სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო აქცია ყოველწლიურად გაიმართება, - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა მისივე ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე განაცხადა. 
აქციაში ჩაერთვნენ - ქუთაისის მერი შოთა მურღულია, მაჟორიტარი დეპუტატების კობა ნარჩემაშვილის, დიმიტრი მხეიძის, გენადი მარგველაშვილის წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბექა ყანჩელი, ნიკა ლატარია და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 

საჯარო მოხელეთა მხრიდან ქველმოქმედების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ. მისი თქმით, აუქციონზე შეგროვებული თანხის გარდა, თამუნა მორგოშიას ოჯახს ის თანხაც გადაეცემა, რომელიც მერიის წარმომადგენლებმა მის დასახმარებლად გაიღეს. 
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, სიცოცხლის გადასარჩენად მსგავსი ტიპის ღონისძიება ქუთაისში ყოველწლიურად გაიმართება. 

როგორც დვალმა აღნიშნა, ღონისძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, აწ გარდაცვლილი სოფო ბობოხიძის სახელობის იქნება, ხოლო ადამიანს, ვისაც დახმარება სჭირდება, ჟურნალისტები შეარჩევენ. აუქციონზე 22 წლის თამუნა მორგოშიას დასახმარებლად 6 000 ლარამდე თანხა შეგროვდა. ცნობისთვის, აფხაზეთიდან დევნილ, 22 წლის თამუნა მორგოშიას დახმარება ესაჭიროება. მას ოსტეობლასტოკლასტომა - ქვედა ყბის სიმსივნე აღმოაჩნდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge