png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას შეუწყობს ხელს - ეკა მიშველაძე

  • პოლიტიკა
  • 13.12.2016
  • 15:40
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას შეუწყობს ხელს - ეკა მიშველაძე

საქართველოს პრეზიდენტი არ ქმნის არანაირ ალტერნატიულ კომისიას,- ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა ეკა  მიშველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი მაქსიმალურად უზრუნველყოფს საკონსტიტუციო ცვლილებებში ხალხის ჩართულობას და უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტამდე მივიდეს ხალხის ხმა, რაც არის მთავარი დანიშნულება კონსტიტუციის გადასინჯვის.

“საქართველოს კონსტიტუციაში კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურას განსაზღვრავს 102-ე მუხლი, რომლის მეორე პუნქტი ამბობს: „კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის.“ ეს არის ერთადერთი აუცილებელი იურიდიული ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობას. სწორედ ამ პროცესის მაქსიმალურად გააქტიურებას და ამუშავებას შეუწყობს ხელს საქართველოს პრეზიდენტი“, - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ქართულ კონსტიტუციონალიზმს აქვს კონსტიტუციის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგების სამწუხარო ტრადიცია, რისი თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება, ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების ამუშავებაა.

„პრეზიდენტის აზრით, სწორედ ამ მექინიზმების მაქსიმალური გააქტიურება იძლევა საშუალებას, შეიქმნას საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის მაღალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესს არ განსაზღვრავს არც ერთი კანონი. შესაბამისად, კომისია უნდა იქმნებოდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსის და კონსულტაციების საფუძველზე, რაც სამწუხაროდ, მიუხედავად პრეზიდენტის არაერთი შეთავაზებისა, არ შედგა“,- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge