primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

პროკურატურამ პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ოთხი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

  • სამართალი
  • 13.12.2016
  • 16:42
 პროკურატურამ პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ოთხი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4-ე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების რეჟიმის ყოფილი უფროსი თეიმურაზ გოგოლი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ირაკლი ჭითანავა, უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი გოგიტა გაბისონია და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი მთავარი ინსპექტორი ლევან კოდუა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, თეიმურაზ გოგოლის, ირაკლი ჭითანავას, გოგიტა გაბისონიას და ლევან კოდუას მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. დადგინდა, რომ აღნიშნული პირები N4 დაწესებულებაში შეყვანისთანავე პატიმრებს აიძულებდნენ გაშიშვლებას, შემდეგ კი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რათა შანტაჟითა და მუქარით პატიმრებს თანამშრომლობაზე თანხმობა განეცხადებინათ. თეიმურაზ გოგოლის, ირაკლი ჭითანავას, გოგიტა გაბისონიას და ლევან კოდუას ქმედებების შედეგად პატიმრებს შეზღუდული ჰქონდათ ოჯახის წევრებთან სატელეფონო საუბრის უფლება, ოჯახის წევრებთან პაემნების ხანგრძლივობა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და საჩივრების მათთვის სასურველ დაწესებულებაში გაგზავნის შესაძლებლობა, ასევე ძილისთვის და გასეირნებისთვის განკუთვნილი დრო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ თეიმურაზ გოგოლი, ირაკლი ჭითანავა, გოგიტა გაბისონია და ლევან კოდუა პატიმრებს ღამის საათებში სისტემატიურად ამყოფებდნენ ინტენსიური ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და სტრესის ქვეშ. ისინი გამოჰყავდათ საკნიდან, სცემდნენ სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით და აიძულებდნენ ხმამაღლა ეყვირათ, რათა სხვა საკნებში მყოფი პატიმრები მუდმივი შიშისა და უსიტყვო მორჩილების ქვეშ ყოფილიყვნენ.

თეიმურაზ გოგოლი, ირაკლი ჭითანავა, გოგიტა გაბისონია და ლევან კოდუა პატიმრებს სისტემატიურად აიძულებდნენ წელს ქვემოთ გაშიშვლებას, ბუქნების კეთებას და ბატიფეხურად სიარულს, შემდეგ კი შიშველ მდგომარეობაში მყოფებს დასცინოდნენ. ასევე, აღნიშნული პირები შედიოდნენ პატიმრების საკნებში და ჩხრეკის მოტივით, უმიზეზოდ ყრიდნენ ძირს ნივთებს, წყლით ასველებდნენ და ფეხსაცმელებით აბინძურებდნენ.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ.) რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენით, ზემოაღნიშნული პირების თანამზრახველები კობა ანთია და ონისე ლაგვილავა ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრათ თითოეულს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვათ სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge