png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სიამოვნებისგან კინაღამ დავკოცნე ის ქალი, ახლაც ტანში მაჟრიალებს - დიმიტრი ქუმსიშვილი

  • ეკონომიკა
  • 13.12.2016
  • 16:43
სიამოვნებისგან კინაღამ დავკოცნე ის ქალი, ახლაც ტანში მაჟრიალებს - დიმიტრი ქუმსიშვილი

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ტურიზმიდან ქვეყანაში 2-მილიარდ 100 მილიონი შემოდის და ეს სფერო 170 ათას ადამიანს ასაქმებს. ტურიზმთან დაკავშირებით განმარტებები დიმიტრი ქუმსიშვილმა ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” სხდომაზე, დეპუტატ ადა მარშანიას პასუხად გააკეთა, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებული გაუსაძლისი პირობების გათვალისწინებით სჯობს თანხები სხვა მიმართულებით დაიხარჯოს. მარშანიას საპასუხოდ ქუმსიშვილმა ოჯახთან ერთად სვანეთში გატარებული დღები გაიხსენა. 
”მოგიყვებით მარტივ მაგალითს. ვგიჟდები ამ მაგალითზე, რომელიც მე შემემთხვა. მიყვარს მარიამობის სვანეთში შეხვედრა. უშგულში არის მშვენიერი ეკლესია. ოჯახთან ერთად, შარშან ვიყავი უშგულში. იქ ყველა სახლს აწერია ”Guest house”-ი. გავჩერდით ერთ სახლში. ბევრნი ვიყავით, ძალიან მოვილხინეთ. დილით ბევშვებისათვის სუვერინების შეძენა მოვინდომე. ბრჭყვიალა ქვა - კაჟი, რომელიც მდინარეს მოაქვს, 20 ლარი ღირდა. 20 ლარი ღირს ხელით გამოთლილი პატარა სვანური კოშკი. მყავს სამი შვილი. ამოვიღე ჯიბიდან ფული, რომ მათთვის მეყიდა და ძალიან გამიხარდა: - როდესაც მე ქალბატობს 100 ლარიანი გავუწოდე, მან ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა. ქალბატონო ადა, ამოიღო ფულის ბღუჯა! ახლაც ტანში მაჟრიალებს. გეფიცებით, სიამოვნებისგან კინაღამ დავკოცნე ის ქალი. ეს არის ტურიზმის გავლით, ოღონდ ეს სხვანაირად არ კეთდება. ეს თავისით არ ხდება. როდესაც ჩვენ მიზნობრივ ბაზრებზე დავდივართ, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ვატარებთ, მთელი ტურიზმი არის გათვლილი. ჩვენ ჩამოგვყავს წამყვანი ტელეკომპანიები, ვაკეთებინებთ გადაცემებს, ჩამოგვყავს ჟურნალისტები. ეს ბიუჯეტი თავიდან ბოლომდე არის გაწერილი”, - განაცხადა ქუმსიშვილმა მარშანიას საპასუხოდ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge