png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ზურაბ ჯაფარიძე: ვიცი, რომ ვარღვევ კანონს და მემუქრება 8-12-წლიანი ციხე, მაგრამ ფეხებზე მკიდია

  • საზოგადოება
  • 14.12.2016
  • 10:06
ზურაბ ჯაფარიძე:  ვიცი, რომ ვარღვევ კანონს და მემუქრება 8-12-წლიანი ციხე, მაგრამ ფეხებზე მკიდია

"ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომ სხეული ადამიანის საკუთებაა. ჩვენი ლოზუნგია, რომ ადამიანს შეუძლია, საკუთარ სხეულს ის უქნას, რაც უნდა. ეს მიდგომა არასწორია, რომ ადამიანები არიან სულელები, აქეთ კი გრძნეული ქურუმები არიან შეკრებილები, რომლებმაც იციან, როგორ მოუარონ, რა დაუშალონ ან რისი უფლება მისცენ. არ ვაღიარებ საზოგადოების არცერთი ნაწილის აზრს, რომ მან განმისაზღვროს, ჩემს სხეულს რა ვუქნა,“ -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე მსჯელობისას გადაცემა ”არჩევანის” პირდაპირ ეთერში.

"სხვადასხვა დროს მესმოდა, რომ ეს არის სენსიტიური საკითხი, ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა. ყველგან ვცდილობდი ამ საკითხის გატანას. ამ ხელისუფლების მხრიდანაც მესმის იგივე ზღაპარი, რომ ეს არის სენსიტიური საკითხი, რომ გვჭირდება კომპლექსური მიდგომა. სინამდვილეში ეს ყველაფერი არის დროის წელვა. ამ დროს კი ასობით ადამიანს ფულს სძალავენ, პრობაციაზე არიან,“- აღნიშნა ჯაფარიძემ.

მან ჯანდაცვის კუთხითაც გაამახვილა ყურადღება.

"არავინ ამტკიცებს მარიხუანას ჯანმრთელობისთვის სიკარგეს ან სიცუდეს. მთელ საქართველოში ლეგალიზებულია ალკოჰოლი, თამბაქო. ალკოჰოლი უფრო მავნეა, ვიდრე მარიხუანა,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ახალი წლისთვის დაანონსებული აქცია არის კანონდარღვევა, მაგრამ ამის არ ეშინია, რადგან ამით საზოგადოების წინაშე მდგარი მძიმე პრობლემასთან დასაპირისპირებლად სხვა გზა არ დარჩათ.  

"ვიცი ზუსტად, რომ ვარღვევთ კანონს და მემუქრება 8-12-წლიანი ციხე, მაგრამ ფეხებზე მკიდია, სხვა გზა აღარ გვაქვს," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ და თქვა, რომ ამ რისკზე მასთან ერთად 500-ზე მეტი ადამიანი მიდის, რადგან პრობლემა უმძიმესია და დაუყოვნებლივი მოგვარება სჭირდება.   

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge