primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015“-ის ღია კარის დღე გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 23.10.2015
  • 17:33
 ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015“-ის ღია კარის დღე გაიმართა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015“-ის ღია კარის დღე გაიმართა. წვრთნების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა, დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნენ. სწავლების ხელმძღვანელობამ მოწვეულ სტუმრებს „დიდგორი 2015“-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარუდგინა.  

 თავდაცვის მინისტრმა წვრთნების მიმდინარეობა შეაფასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის სწავლება, როდესაც უწყებათაშორისი ფორმატიცაა შემოტანილი. ერთია უშუალოდ სამხედრო სწავლება, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ძალიან ხშირად ატარებს, მაგრამ მეორეა, როდესაც რეალურად ხდება მთლიანი სისტემის გათამაშება, დაწყებული ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლიდან, დამთავრებული რიგითი ჯარისკაცით. ასეთი სწავლებები უფრო საინტერესო იქნება, თუ ყოველწლიურად ჩატარდება და ინტენსიურ ფაზაში გადავა. შესაძლებელია სწორედ მსგავსი უწყებათშორისი ფორმატის გაძლიერებისთვის ცალკე ციკლი შემოვიტანოთ მხოლოდ პოლიტიკური ხელმძღვანელების დონეზე სწავლების ჩასატარებლად. დღეს დავალება მივეცი გენერალური შტაბის შესაბამის სამსახურებს, რომ  შემდგომი სწავლებებისთვის ფორმატი, გეგმა და სცენარი მოგვიმზადონ იმ თემებზე, რომელიც შედარებით უფრო სუსტ მხარეებად გამოიკვეთა. ერთიან მოდელზე უშიშროების საბჭოსა და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან  ერთად კონსულტაციით შევთანხმდებით და შევჯერდებით.  საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იყო სწავლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანების აზრი, ვინც სხვადასხვა წლებში მონაწილეობდნენ და შედარების საშუალება აქვთ.  პრაქტიკულად  სამინისტროს ყველა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თვისობრივად ახალ ეტაპზეა გადასული, როგორც მომზადების ხარისხი, ასევე დაგეგმარება. იმედია, ყოველ ჯერზე უფრო მეტად დავხვეწთ და უფრო ნაკლები შეცდომები და პრობლემები იქნება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.      

სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიმდინარეობას დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძეც გაეცნო. სპეციალური ბრიფინგების მოსმენის შემდეგ სტუმრებმა „დიდგორი 2015“-ის საველე ბანაკი და სხვადასხვა სასწავლო უბანი მოინახულეს. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დღესვე ეროვნული სასწავლო ცენტრ "კრწანისის" სასადილო დაათალიერა და სამხედროებთან ერთად ისადილა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015“ დასკვნით  ფაზაშია გადასული. წვრთნა უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენს. მისი მთავარი მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადება.

სწავლების სცენარი რეალურთან მიახლოებულ ვითარებაზეა დამყარებული. წვრთნების დროს თავდაცვითი ოპერაციები ვირტუალური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, მოდელირებულ გეოპოლიტიკურ გარემოში ხორციელდება. საბრძოლო მოქმედებების გათამაშების მოდელირებას სიმულაციური სისტემა „JCATS“ უზრუნველყოფს. ასევე სრულდება საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების სცენარები. სწავლების მიმდინარეობას აშშ-ის არმიის მაღალი რანგის ოფიცრები აკვირდებიან.

„დიდგორი 2015-ის“ სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო. წვრთნებში აქტიურად მონაწილეობენ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge