ეიფელის კოშკი ალეპოს მოსახლეობისადმი სოლიდარობის ნიშნად ჩააბნელეს
- მსოფლიო
- 15.12.2016
- 14:16
ალეპოს მოსახლეობის მიმართ სოლიდარობის ნიშნად პარიზში ეიფელის კოშკის განათება ჩააქრეს.
“სიმბოლური ჟესტის მიზანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სასწრაფო მოქმედებაა საჭირო”, - განაცხადა საფრანგეთის დედაქალაქის მერმა ან იდალგომ.
პარალელურად, პარიზში ალეპოს მოსახლეობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
დედაქალაქის მოსახლეობამ ასადის რეჟიმის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ძალადობა დაგმეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200