png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პატრიარქი: დღეს არის ბედნიერი დღე - ვაკურთხეთ ტაძარი, რომელიც პატიმრებმა ააშენეს

  • საზოგადოება
  • 16.12.2016
  • 18:09
პატრიარქი: დღეს არის ბედნიერი დღე - ვაკურთხეთ ტაძარი, რომელიც პატიმრებმა ააშენეს

ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ესტუმრნენ. 
ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი აკურთხა, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებისა და მსჯავრდებულთა მონაწილეობითა და შემოწირულობებით აშენდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები დალოცა და მათ წმინდა ნიკოლოზის ხატი, ასევე, საქართველოს ერისა და ეკლესიის ისტორიის ტრილოგია აჩუქა. 
გარდა ამისა, მისმა უწმინდესობამ 125 მსჯავრდებულს საპატრიარქოს სიგელები გადასცა, რომლებიც წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. 
„დღეს არის ბედნიერი დღე. ჩვენ ვაკურთხეთ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, რომელიც ჩვენმა სულიერმა შვილებმა, პატიმრებმა ააშენეს. მათ გამოიჩინეს საოცარი სულიერი სიმაღლე და ეს ბრწყინვალე ტაძარი აშენდა. ეს ტაძარი იმისათვის აშენდა, რომ თუ იქნება ამის საშუალება, აქ ყოველდღე წირვა-ლოცვა შესრულდეს. მინდა დავლოცო ყოველი ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ტაძრის მშენებლობაში და ერთი აგური მაინც დადო. მინდა, ასევე, დიდი პატივისცემით დავლოცო მინისტრი, ბატონი კახა და მისი თანამშრომლები”, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. 
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობა დაწესებულებაში წელიწადი და შვიდი თვე გრძელდებოდა. 
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პატრიარქსა და საპატრიარქოს, ვინაიდან ჩამობრძანდნენ და საზეიმო ვითარებაში გავხსენით წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. რწმენა ყოველთვის აძლიერებს ადამიანს და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პატიმრები უფრო მეტად გაღრმავდებიან რწმენაში და ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ისინი ძალიან მალე დაუბრუნდნენ საზოგადოებას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. 
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, ეზო და სამრეკლო დაათვალიერებინა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge