primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

სხვადასხვა ქვეყნის უცნაური საახალწლო ტრადიციები

  • ეს საინტერესოა
  • 19.12.2016
  • 13:48
სხვადასხვა ქვეყნის უცნაური საახალწლო ტრადიციები

ახალი წლის დახვედრას რომ მთელ წელიწადზე ექნება ზეგავლენა, ბევრ ქვეყანაში სჯერათ და ყველა თავისებური ენთუზიაზმით ცდილობს, ყველაფერი საუკეთესო დაიბედოს. ამისათვის კი, ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან უცნაურ რიტუალებს ასრულებენ.

მაგალითად, კოლუმბიელები ცარიელ ჩემოდნებს დაათრევენ ქალაქში და სჯერათ, რომ ამ წელს ბევრს იმოგზაურებენ.

სამხრეთ აფრიკელები ახალ წელს ძველ ელექტრომოწყობილობებს პირდაპირ ფანჯრიდან ყრიან.

იაპონიაში ადგილობრივ ტაძარში იმ ცხოველის კოსტიუმით მიდიან, რომლის წელიც მოდის, სადაც ზარები ზუსტად 108-ჯერ რეკავენ.

დანიაში ძველი ჭურჭლის გაჩანაგებით იწყებენ წელს. ჭიქებს, თეფშებს მეგობრებისა და ნათესავების სახლებს ესვრიან. გარდა ამასა, ზუსტად 12 საათზე სკამებზე  დგებიან და ხტებიან. მათ სჯერათ, რომ ეს ნახტომი ახალ წელში ნახტომია. ისინი ავ სულებს აფრთხობენ და იღბალს იზიდავენ.

ესპანელები შუაღამისას წამზომიან საათთან სხდებიან და 12 მარცვალ ყურძენს ჭამენ, თითო მარცვალს წამში.  ეს მარცვლები მომავალი წლის იღბლიანი თვეების სიმბოლოა. მადრიდში, ბარსელონასა და სხვა ესპანურ ქალაქებში, ხალხი საგანგებოდ იკრიბება ცენტრალურ მოედნებზე, რათა ეს ყურძნისყლაპვის ცერემონიალი ერთად ჩაატაროს.

ფინური ტრადიციის მიხედვით, წყალში ჩასხმულ გამდნარ კალას, მომავალი წლის წინასწარმეტყველება შეუძლია, იმის მიხედვით, თუ რა ფორმას მიიღებს მეტალი გამაგრების შემდეგ. გულის ფორმა ქორწინების მომასწავებელია, გემის ფორმა მოგზაურობას ნიშნავს, ღორი კიდევ ბევრ საკვებს გვპირდება.

პანამელები კოცონში წვავენ ცნობილი ადამიანების სურათებს, პოლიტიკური ფიგურებიდან დაწყებული სატელევიზიო შოუების პერსონაჟებით დამთავრებული. მათ სჯერათ, რომ ეს ფოტოები ძველ წელს წარმოადგენს,  მათი მსხვერპლად შეწირვა კი ავ სულებს განდევნის და ცინცხალი ახალი წლის დასაწყისის სიმბოლო გახდება.

შოტლანდიელები ჩვენსავით ,,კარგი ფეხის“ იმედად არიან. ადამიანმა, ვინც პირველი გადმოკვეთს სახლის ზღურბლს, საჩუქარი უნდა მოიტანოს (ყველაზე მიღებულია ვისკი). საკმაოდ გავრცელებულია კოცონის დანთების ცერემონიალიც, რომელიც ძალიან განსაკუთრებულ ფორმას იღებს სტოუნჰეივენში. ადგილობრივები თავზემოთ  ცეცხლმოკიდებული ჩირაღდნების ტრიალით აღლუმს აწყობენ.  ცეცხლის ბურთები მზის სიმბოლოდ მიიჩნევა და მომავალ წელს წმენდს.

ფილიპინებში მრგვალი ფორმები (მონეტის ფორმა) კეთილდღეობის სიმბოლოს წარმოადგენს და ამიტომ ოჯახებში საახალწლო სუფრას მრგვალ-მრგვალი ხილის უზარმაზარი ასორტიმენტი ამშვენებს. ბევრი მათგანი კიდევ უფრო წვრილმანდება და ზუსტად შუაღამეზე ზუსტად 12 ხილს მიირთმევს. სხვები კიდევ კოპლებიან ტანსაცმელში ეწყობიან.

ბელარუსიში დაუქორწინებელი ქალები მომავალი წლის პატარძლის გამოსაცნობად სხვადასხვა თამაშს თამაშობენ. ერთ-ერთი ასეთი თამაშის მიხედვით, ყველა ქალს წინ უყრიან სიმინდის მარცვლებს და რომელ მათგანთანაც მამალი პირველი მივა, ამბობენ, რომ ის ქალი პირველი გათხოვდება. მეორე თამაშში – უკვე დაქორწინებული ქალი სახლში სხვადასხვა ნივთებს მალავს და მერე დაუქორწინებელი ქალები ამ ნივთებს ეძებენ. იმას, ვინც პურს იპოვის მდიდარი ქმარი ეყოლება, ვინც ბეჭედს – სიმპატიური და ა.შ.

ესტონელებს ადრე ასეთი ტრადიცია ჰქონდათ: ახალი წლის დღეს 7-ჯერ უნდა ეჭამათ, რათა ამ წელს გარანტირებული ჰქონოდათ საკვები. მათ სჯეროდათ, რომ თუკი მამაკაცი 7-ჯერ შეჭამდა 7 ადამიანის ძალა ექნებოდა. თანამედროვე ესტონეთში, განსაკუთრებით კი ტალინში, საჭმელს ალკოჰოლიც დაემატა.

ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში: ბრაზილიაში, ბოლივიასა და ვენესუელაში საახალწლოდ განსაკუთრებულ საცვლებში ეწყობიან. მაღაზიები სხვადასხვა ფერის საცვლებით ივსება. ყველაზე პოპულარული წითელი და ყვითელი ფერებია, რადგან ისინი სიყვარულისა და ფულის სიმბოლოდ მიიჩნევა.

რაც შეეხება ქართულ საახალწლო ტრადიციებს, ყველა კუთხე, გარკვეულ წილად განსხვავებული რიტუალით გამოირჩევა. თუმცა, ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია – მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge