png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 19.12.2016
  • 15:06
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის  დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც თბილისს ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომის ფარგლებში სტუმრობენ. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე და მომავალ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის როლსა და მის ფუნქციებს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა პირველი ვიზიტი სწორედ ბრიუსელში გამართა, რაც ადასტურებს საქართველოს მთავრობის ერთგულებას ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი.

ყურადღება გამახვილდა  ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესზე და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი საკანონმდებლო პროცედურები შეუფერხებლად გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში წარმატებით დასრულდება.

ევროპარლამენტარების მხრიდან აღინიშნა  საქართველოს, როგორც  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის ლიდერის, როლი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მხრივ, მათ შორის–  გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის კუთხით.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ევროპარლამენტის წევრებს მადლობა მხარდაჭერი რეზოლუციებისთვის და  იმ თანამშრომლობისთვის, რასაც ევროპარლამენტი საქართველოს მიმართ იჩენს.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშროლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად. ევროპარლამენტის  დელეგაციას ბრიტანელი კონსერვატორი, საჯად კარიმი ხელმძღვანელობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge