png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 19.12.2016
  • 18:15
ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იენჩი ძისთან გაცნობითი ხასიათისშეხვედრა გამართა. ელჩმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის (პარლამენტის)თავმჯდომარის, ჭან დეძიანგის მილოცვაც გადასცა.

მხარეების შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო წლებში სწრაფი ტემპით გაღრმავდა და განვითარდა. იენჩი ძის განცხადებით, ჩინეთისთვის, როგორც ყველაზე მსხვილიინვესტორი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსთან.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაზე, განიხილეს აბრეშუმის გზის პროექტის „ერთი გზა - ერთისარტყელი" მნიშვნელობაც.

საუბარი ასევე შეეხო კულტურულ და ხალხთაშორისი ურთიერთობის მნიშვნელობასა და განვითარებას. განიხილეს განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც და აღნიშნეს, რომარსებული გაცვლითი პროგრამები კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის განცხადებით, ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე და ხაზგასმით აღნიშნეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და საპარლამენტოდელეგაციების ოფიციალური ვიზიტების მნიშვნელობა. ელჩის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობებისგანვითარებას.

ირაკლი კობახიძემ ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისა და საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის. საქართველოსპარლამენტის თავმჯდომარემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. იენჩი ძიმ ირაკლი კობახიძე ჩინეთისსახალხო რესპუბლიკაში მიიწვია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge