ვაშინგტონი თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას გმობს
- მსოფლიო
- 20.12.2016
- 09:52
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას გმობს.
„შეშფოთებულნი ვართ ანკარაში მომხდარი შემზარავი მკვლელობით. ვგმობთ ძალადობის ამ აქტს “, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჯონ ქირბი.
თურქეთში რუსეთის ელჩი თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
თურქულ მედიის ინფორმაციით, ევგენი კარლოვი ცერემოანიაზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მას თავდამსხმელმა ალაჰის სადიდებელი შეძახილის ფონზე ზურგში ესროლა. ელჩი თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამოფენის გახსნაზე იმყოფებოდა. რუსეთის ელჩის გარდა, ანკარაში გამოფენის დროს სროლის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200