ანკარაში აშშ-ის საელჩოსთან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა
- მსოფლიო
- 20.12.2016
- 10:00
ანკარაში აშშ-ის საელჩოსთან შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. ინციდენტი თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა.
თურქული გამოცემა Daily Sabah-ის ცნობით, პოლიციელებმა შეიარაღებული პირი საელჩოში შეჭრის მცდელობისას დააკავეს.
მომხდარის დეტალები უცნობია.
ამჟამად ანკარაში აშშ-ის საელჩო დაკეტილია. დიპლომატებმა უსაფრთხოების ზომები რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის შემდეგ მიიღეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200