png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თიბისი ბანკის მხარდაჭერით, „მზიურის კაფე" სპეციალურად ბავშვებისთვის პროექტს „საკვი-რაო" იწყებს

  • საზოგადოება
  • 20.12.2016
  • 10:42
 თიბისი ბანკის მხარდაჭერით, „მზიურის კაფე" სპეციალურად ბავშვებისთვის პროექტს „საკვი-რაო" იწყებს

ზამთარი „მზიურში" პატარებისთვის განსაკუთრებით საინტერესო  და სახალისო იქნება. თიბისი ბანკის მხარდაჭერით, „მზიურის კაფე" სპეციალურად ბავშვებისთვის პროექტს „საკვი-რაო" იწყებს.

პროექტი საგანმანათლებლო ხასიათის იქნება. 10 კვირის განმავლობაში, ყოველ კვირა დღეს „მზიურის კაფე" 2 საათის განმავლობაში ბავშვებსა და საბავშო მწერლებს დაეთმობათ. პატარებს შესაძლებლობა ექნებათ ავტორებთან ერთად წაიკითხონ ზღაპრები, ჩაერთონ დისკუსიაში, მათთვის საინტერესო თემებზე  მიიღონ პასუხები და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის სახალისო-შემეცნებით აქტივობაში.

პირველი ასეთი  შეხვედრა „მზიურის კაფეში" 25 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება და ის მთლიანად დაეთმობა საახალწლო თემატიკას. პატარებს პროექტის მონაწილე საბავშვო მწერლები: მარიამ წიკალური, პაატა პაპავა, ვასო გულეური და ლელა ცუცქერიძე უმასპინძლებენ. მომდევნო  შეხვედრებს ბავშვებთან მწერლები პერსონალურად გაუძღვებიან.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 6-დან 9 წლამდე წლის ასაკის ბავშვებს. საკვირაო სკოლაში დასწრების მსურველებისთვის ბილეთების შეძენა ვებგვერდზე -  www.tkt.ge  უკვე შესაძლებელია, (ბილეთის საფასურში შედის ლანჩი ბავშვებისთვის).  პროექტიდან  შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება  „მზიურის კაფის", როგორც სოციალური ბიზნესის განვითარებას.

„საკვი-რაო" პირველი პროექტი არ არის, რომელსაც „მზიურის პარკი" თიბისი ბანკის დახმარებით ახორციელებს. „ახალი მზიურის" პროექტის ფარგლებში,  სოციალური კაფისა და ამფითეატრის მშენებლობაც თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტს  „საკვი-რაო"  „მზიურის კაფე"  5 მარტამდე უმასპინძლებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge