png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმოდ განათდება

  • საზოგადოება
  • 20.12.2016
  • 19:23
ბათუმის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმოდ განათდება

წელს ბათუმს ახალი ნაძვის ხე ექნება. ნაძვის ხის კონსტრუქციის მონტაჟი დღეს ევროპის მოედანზე დაიწყო, სადაც იმყოფებოდნენ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე და მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი.

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს, ევროპის მოედანზე საზეიმოდ აინთება. 22 მეტრი სიმაღლისა და 11 მეტრი დიამეტრის ნაძვის ხე წითელი, მწვანე და ოქროსფერი სათამაშოებით, წითელი ბაფთებითა და ლედ ნათურებით მოირთვება. წელს ქუჩებსაც ახალი განათებები დაემატება და კონუსის ფორმის ახალი სათამაშოებით მოირთვება. მერიის მიერ დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედანზე 25-დან 31 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.

დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, გასართობი და საბავშვო ღონისძიება. 7 იანვარს კი ბათუმის ხელოვნების ცენტრში საშობაო კონცერტი გაიმართება. რაც შეეხება საახალწლო გალა კონცერტს, ის ტრადიციულად 31 დეკემბრის ღამეს, ევროპის მოედანზე გაიმართება.
,,უამნდობის გამო დღემდე ვერ ხერხდებოდა ახალი ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების ბათუმის პორტში შემოტანა. დღესვე დაიწყება ქალაქის მთავარი ნაძვის ხის სამონტაჟო სამუშაოები და 25 დეკემბერს, ევროპის მოედანზე საზეიმოდ განათდება. რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, იქნება ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი“ – განაცხადა ალექსანდრე მითაიშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge