png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

142-ე საჯარო სკოლაში გაეროს ახალგაზრდული კლუბი გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 21.12.2016
  • 14:45
142-ე საჯარო სკოლაში გაეროს ახალგაზრდული კლუბი გაიხსნა

თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში გაიმართა გაეროს ახალგაზრდული კლუბის გახსნის ღონისძიება.

გაეროს ახალგაზრდული კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობას გაეროს მდგრადი განვითარების სამუშაო გეგმის გაცნობაში, გაეროს პრინციპების გათავისებასა და განხორციელების პროცესებში წვლილის შეტანაში.

კლუბის გახსნის იდეა ეფუძნება არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვან საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ მიერ ორგანიზებულ სკოლის დირექტორთა სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას ამერიკის შეერტებულ შტატებში.

„ჩვენ ვართ პირველები, ვინც საფუძველი ჩაუყარა გაეროს ახალგაზრდულ კლუბს. იმედი მაქვს, რომ ყველა სკოლა დაინტერესდება, რადგან ეს არის სიახლე, ინოვაცია და შემოგვიერთდებიან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებიც“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას 142-ე სკოლის დირექტორმა შორენა ცნობილაძემ.

კლუბის გახსნას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე მარიამ ჯაში, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბლოკის კომისიის თავჯდომარე ლია ჯახველაძე და საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში თათია დოლიძე.

„მომხრე ვარ, რომ არაფორმალური განათლების ელემენტები შევიდეს სკოლებში და არამხოლოდ სკოლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მინიმალური დაფინანსებით, მხოლოდ მოტივაციაზე დაყრდნობით გაეროს ახალგაზრდული კლუბი გაიხსნა, რასაც თვითონ ახალგაზრდები უძღვებიან და კარგი იქნება თუ ეს სხვადასხვა საჯარო სკოლებზე გავრცელდეს და ეს იყოს მთავრობის ხელშეწყობით მოხდეს წახალისება არაფორმალური კლუბების შექმნის, თუნდაც თავდაპირველად საჯარო სკოლებში“, - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში თათია დოლიძემ.

„დღეს, 142-ე საჯარო სკოლაში დაფუძნდა გაეროს ახალგაზრდული კლუბი. ეს გახლავთ ინიციატივების ერთ-ერთ პლატფორმა, რომელიც რეალურად აძლევს საშუალებას სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს, აქტიურად იყვნენ ჩართული გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების, ზოგადად გაეროს სისტემასთან დაკავშირებულ ინიციატივებში. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა, როგორც განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარის სტატუსით და ასევე, როგორც გაეროს ყოფილი თანამშრომელი“, - განაცხადა „პრაიმნიუსჯორჯიასთან“ საუბრისას საქართველოს პარლმენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge