png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი კახეთში სასტუმრო „შატო შუხმანის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო

  • ეკონომიკა
  • 24.10.2015
  • 10:42
დიმიტრი ქუმსიშვილი კახეთში სასტუმრო „შატო შუხმანის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო

კახეთში, „შატო შუხმანის“ გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში აჰმედ აივეიდა დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე კახეთის რეგიონის სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორი, ალავერდელი მიტრიპოლიტი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„შუხმან ვაინს ჯორჯია“ თელავის რაიონის სოფელ კისისხევში რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა. მისი დამფუძნებელი და ინვესტორია გერმანელი მეცენატი ბურხარდ შუხმანი, რომლის თაოსნობით აშენდა თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმო, ღვინის მარანი და განახლდა სასტუმრო „შატო შუხმანი,“ რომლის პრეზენტაციაც 23 ოქტომბერს გაიმართა. კომპანია ყოველწლიურად 2 მილიონ ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს და მისი პროდუქცია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. „შუხმან ვაინს ჯორჯიაში“ ამჟამად 260 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა კი 6,5 მილიონ ევროს შეადგენს.

„პირველ რიგში მინდა ბატონ შუხმანს მივულოცო დღევანდელი დღე. ეს არის გერმანელი ინვესტორი, რომელიც კარგა ხანია საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებს. მისი ინვესტიციები დაიწყო მცირედით და დღეს კომპანიის შატო უკვე მოზრდილი სასტუმროა. გაყიდვებიდან, რომელიც „შუხმან ვაინს“ აქვს, შარშანდელი წელი იყო მილიონ ოთხასი ათასი ბოთლი და მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ წელს, ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში საკმაოდ დიდი პრობლემებია, ამ საწარმოს კარგი გაყიდვები ექნება. მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმი და მეღვინეობა არის საქართველოს ეკონომიკის ტრადიციული მიმართულებები და შესაბამისად, ყველა წარმატება, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, ჩვენ ძალიან გვახარებს და ამას ყველანაირად ხელს ვუწყობთ. ამ მიმართულებით კომპანიას გამოყენებული აქვს როგორც პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ ასევე სხვა პროგრამები, რომელიც სახელმწიფომ დანერგა და შესაბამისად, დღეს უკვე შედეგს ვნახულობთ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ “შუხმან ვაინს ჯორჯიამ” მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. მათი დახმარებით მოხდა სასტუმრომდე მისასვლელი ერთკილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, გაიმართა წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემები, რის შედეგადაც კომპანიამ შექმნა დამატებითი 50 სამუშაო ადგილი და გააფართოვა არსებული ბიზნესი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge